26-12-2024 22:34:40 პოლიტიკა
მჯერა თქვენი სოლიდარობის 29 დეკემბერს და მერეც, ახალ არჩევნებამდე!, – ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებას.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს.
"საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას სამართლიანობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მჯერა თქვენი სოლიდარობის! 29-ში [დეკემბერს] და მერეც... ახალ არჩევნებამდე!" , - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.