26-12-2024 22:45:48 საზოგადოება
შსს–ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"ამ ეტაპზე მინდა, შემოვიფარგლო მხოლოდ მადლობით. გიორგი ჩიკვაიძე, სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ის საელჩო. განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო.
P.S. მალე დაგიბრუნდებით", - წერს ირაკლი შაიშმელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შაიშმელაშვილმა 4 დეკემბერს თანამდებობა დატოვა.