ტრამპმა მაღალ თანამდებობაზე წარადგინა ამერიკელი მილიარდერი, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტით იყო დაინტერესებული

26-12-2024 23:47:04 პოლიტიკა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის მიერ თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილი სტივ ფეინბერგი ის მილიარდერი ინვესტორია, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტირებით იყო დაინტერესებული.

კერძოდ, პორტის პროექტში ინვესტიციების დაბანდების მსურველ ამერიკულ კომპანიებს შორის იყო კერძო კაპიტალის ფონდი Cerberus Capital Management LP-ც, რომლის დამფუძნებელი და თანააღმასრულებელი დირექტორი სწორედ ფეინბერგი გახლავთ.

თუმცა, როგორც ცნობილია, ანაკლიის კონსორციუმსა და "ოცნების" მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულება შეწყდა და საბოლოოდ ხელისუფლებამ პროექტის საეჭვი რეპუტაციის მქონე ჩინური კომპანიისთვის მინდობა გადაწყვიტა.

ცნობისთვის: ტრამპმა ფეინბერგი თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 22 დეკემბერს წარადგინა.

2017-2021 წლებში ფეინბერგი ტრამპის ადმინისტრაციაში სადაზვერვო საკითხებში მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები