Accentnews.ge
პუტინი: სლოვაკეთი მზადაა, უკრაინაზე მოსალაპარაკებლად პლატფორმა შემოგვთავაზოს

პუტინი: სლოვაკეთი მზადაა, უკრაინაზე მოსალაპარაკებლად პლატფორმა შემოგვთავაზოს

27/12/2024 06:10:12 მსოფლიო

სლოვაკეთი მზადაა, შემოგვთავაზოს პლატფორმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისთვის, განაცხადა 26 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ლენინგრადის რეგიონში ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

პუტინმა ისაუბრა მოსკოვში ბოლო მოლაპარაკებაზე სლოვაკეთის მთავრობის მეთაურ რობერტ ფიცოსთან. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფიცომ „უპირველეს ყოვლისა და უმთავრესად ისაუბრა უკრაინის მიმართულებით მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“. პუტინის თქმით, ფიცომ თავისი ქვეყანა შესთავაზა ამგვარი მოლაპარაკებისთვის პლატფორმის სახით.

„ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ, თუკი საქმე აქამდე მივა. ჩვენი აზრით, სლოვაკეთს ნეიტრალურ პოზიცია აქვს და ეს ჩვენთვის მისაღები ვარიანტია“, - დასძინა პუტინმა.

სლოვაკეთის პრემიერმინისტრის რობერტ ფიცოს ვიზიტი მოსკოვში 22 დეკემბერს შედგა. მან თავად განაცხადა, რომ მისი ვიზიტი რუსეთში იყო რეაქცია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე, რომ კიევი არ აპირებს უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების განახლებას, რომელსაც ვადა 2024 წელს ეწურება.

ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ მან და პუტინმა „გაცვალეს აზრები უკრაინაში არსებულ საომარ ვითარებაზე, ომის სწრაფად მშვიდობიანი დასრულების შესაძლებლობაზე და სლოვაკეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე“.

ზელენსკიმ მწვავედ გააკრიტიკა სლოვაკეთის პრემიერის პუტინთან ჩასვლა. სხვა საკითხებთან ერთად, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვიზიტით უნდა დაინტერესდნენ „სლოვაკეთის სამართალდამცავი უწყებები და დაზვერვის სამსახურები“. "რატომ არის ეს ლიდერი მოსკოვზე ასე დამოკიდებული, როგორ უხდიან და როგორ იხდის?" - ზელენსკიმ რიტორიკული შეკითხვა დასვა და აღნიშნა, რომ ფიცოს ქმედებებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ სლოვაკეთის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S