
ვახუშტი მენაბდე: "არაადამიანური სისტემის „ხერხემალი“ დღეს სურთ, სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ წარმოაჩინონ"
20/02/2020 08:11:31 საშინაო პოლიტიკა
"მერაბიშვილი გამოვიდა. ჯერ გისოსის კარი არ გაჯახუნებულა და უკვე „ახალ“ პოლიტიკურ ლიდერად აქციეს. კაცი, რომელიც არაადამიანური სისტემის მთავარი სახე და „ხერხემალი“ იყო, დღეს სამართლიანობისთვის ბრძლოლის სიმბოლოდ სურთ, წარმოაჩინონ. წარმოდგენაც ძნელია, როგორ არ სცემენ პატივს ქართველ ხალხს ვინც ამას აკეთებს", - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.
იგი ყველას შეახსენებს, რომ "ვანო მერაბიშვილის საქმეს უკავშირდება აქციების ყველაზე სასტიკი დარბევა, პოლიციური ტერორი, , თვალთვალი და არაადამიანური ოპერაციები".
"წარმოდგენაც ძნელია, როგორ არ სცემენ პატივს ქართველ ხალხს. ვინც ამას აკეთებს. ამ ადამიანებს, ვინც ვანოს რეაბილიტაციაშია ჩართული, ვისაც აგერ ჩემს ფბ მეგობრებში ვხედავ, პრეტენზია აქვთ სამართლიანობის გაგებაზე, მისთვის ბრძოლაზე. "ქართული ოცნება" და მასთან ერთად მთელი პოლიტიკური ელიტა მარტო იმიტომ უნდა განადგურდეს პოლიტიკურად, რომ ვანოს გამოსვლა მოვლენად იქცა” ,- წერს ვახუშტი მენაბდე.
კონსტიტუციონალისტი კომენტარში 26 მაისთან დაკავშირებით ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშს უთითებს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ ერთი დღის ამბავია ვანო მერაბიშვილის საქმეებიდან.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა. მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთის ვადა დღეს ამოეწურა.