Accentnews.ge
დღეს დილიდან რუსეთის ვოლგოგრადის, ასტრახანის, სოჭის და ყაზანის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს

დღეს დილიდან რუსეთის ვოლგოგრადის, ასტრახანის, სოჭის და ყაზანის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს

27/12/2024 06:32:44 მსოფლიო

დღეს, 27 დეკემბერს დილით რუსეთში რამდენიმე აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ „როსავიაციამ“ გადაწყვეტილება ზოგადი მიზეზით – „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფით“ ახსნა.

როგორც წესი, რუსეთი აეროპორტების მუშაობას უკრაინის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის, ან შეტევის საფრთხის დროს აჩერებს.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, დილიდან თვითმფრინავების მიღება და გამგზავრება დროებით შეწყვიტეს ვოლგოგრადის, ასტრახანის, სოჭის და ყაზანის აეროპორტებმა.

26 დეკემბერს დროებით დაკეტილი იყო მოსკოვის შერემეტიევოს, დომოდედოვოს, ვნუკოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S