
"კონსორციუმმაც" და კერძო სექტორმაც ვალდებულება შეასრულოს და ანაკლიის პროექტი შედგება"
31/05/2019 10:53:28 ეკონომიკა
„როცა ვამბობთ, რომ „ანაკლიის“ პროექტი არის სტრატეგიული პროექტი, ეს ნიშნავს, რომ არის და ამისთვის ყველაფერი კეთდება“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო ოპოზიციის შეკითხვას ანაკლიის პროექტის განხორციელების პერსპექტივასთან დაკავშირებით.
„300 მილიონის ვალდებულება ავიღეთ, რომ სახელმწიფო გააკეთებს ინვესტირებას. გამოვისყიდეთ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის მიწები. "საპარტნიორო ფონდს" აქვს ვალდებულება 100 მლნ დოლარის, რომ გააკეთოს დაფინანსება. პირადად მე ვიყავი ჩართული და პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს პროექტი მომხვდარიყო პრიორიტეტულ პროექტთა ნუსხაში, რომელიც დაამტკიცა ევროკავშირმა. პირადად მე მქონდა თხოვნა OPIC-თან, რომ განეხილათ და ჰქონოდათ პერსპექტიულ პროექტთა ნუსხაში. რომელს აქვს იმაზე მეტი გაკეთებული, ძალიან მაინტერესებს, მათ შორის, პარლამენტს გარეთ, რომელიც დღეს ჩასაფრებული ხალხის პოზიციიდან საუბრობს?! რომ ვამბობთ, ეს არის სტრატეგიული პროექტი, ე.ი. არის და ამისთვის ყველაფერი კეთდება. სახელმწიფო თავის ვალდებულებას შეასრულებს, კონსორციუმმა და კერძო სექტორმაც თავისი ვალდებულება შეასრულოს და ეს პროექტი შედგება“, – განაცხადა პრემიერმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.