Accentnews.ge
"ჩემი პოლიტიკური შეხედულები გამო, 2025 წლიდან ვეღარ შევძლებ მედიატორად მუშაობას" - აბულაძე ამბობს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს

"ჩემი პოლიტიკური შეხედულები გამო, 2025 წლიდან ვეღარ შევძლებ მედიატორად მუშაობას" - აბულაძე ამბობს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს

27/12/2024 09:18:18 საზოგადოება

მედიატორი გიორგი აბულაძე ამბობს, რომ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო 2025 წლიდან ხელშეკრულება აღარ გაუგრძელებს. ის აღნიშნულს უკავშირებს 30 ნოემბრის განცხადებას, რომლის ფარგლებშიც მედიატორები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გაემიჯნენ.

„ჩემი პოლიტიკური შეხედულები გამო 2025 წლიდან ვეღარ შევძლებ განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მედიატორად მუშაობას. გუშინ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულო სააგენტოდან ეიჩარმა დამირეკა და მაცნობა, რომ 2025 წლიდან აღარ გამიგრძელებენ ხელშეკრულებას და შესაბამისად, ვეღარ შევძლებ მედიატორად მუშაობას. ეს ყველაფერი ცალსახად უკავშირდება 30 ნოემბერს ჩვენს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რითაც პროგრამის მედიატორები გავემიჯნეთ მთავრობის გადაწყვეტილებას. გაგვათავისუფლეს ხელშეკრულებით დასაქმებული სამი მედიატორი, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ განცხადებას”, – წერს ის.

თავის მხრივ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ამტკიცებს, რომ მსგავსი ცნობები დეზინფორმაციაა:

„თანამშრომლებს, რომლებიც სააგენტოში მოკლევადიანი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულნი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ეწურებათ 31 დეკემბერს, რის შესახებაც მათ წინასწარ აცნობა სააგენტომ.

ხაზგასასმელია, რომ ამ ცალკეული თანამშრომლებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მათი ხელშეკრულებების ვადა იწურებოდა 31 დეკემბერს და ამ ვადის ავტომატურად გაგრძელების იურიდიული ვალდებულებაც არ არსებობდა, რაც ყველა საჯარო დაწესებულებაში წლების განმავლობაში არსებული სტანდარტული კანონისმიერი პრაქტიკაა.

აღსანიშნავია, რომ მათ სრულად მიიღეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება და საახალწლო სახელფასო დანამატი”.

უკვე არაერთმა მოქალაქემ განაცხადა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S