Accentnews.ge
ვოლსკი - მერაბიშვილზე: "ვანო მერაბიშვილს თავის გუნდში ოპოზიცია ხედავს,ჩემთვის კი  ის დამნაშავეა"

ვოლსკი - მერაბიშვილზე: "ვანო მერაბიშვილს თავის გუნდში ოპოზიცია ხედავს,ჩემთვის კი ის დამნაშავეა"

20/02/2020 08:43:42 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა "დანაშაული ჩაიდინა და მონანიების ნაცვლად, დიდ გულზეა, თითსაც იქნევს".

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, "ვანო მერაბიშვილს თავის გუნდში ოპოზიცია ხედავს", მისთვის კი ის დამნაშავეა.

„ოპონენტების მთავარი პრობლემა, ვინც ვანო მერაბიშვილი ტაშისკვრით მიიღო, არის ერთი და ხაზგასასმელი – ეს არის ადამიანი, ვინც ორი გვამი მოითხოვა, ვინც დანაშაულები რეალობაში ჩაიდინა. დანაშაულს არ აღიარებს, მაგრამ ზუსტად იცის,. ოპონენტებისთვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია და დანაშაული არ არის. ორი გვამიც უნდა გქონდეს, გირგვლიანიც უნდა გყავდეს და ყველა ადამიანის სისხლი დაღვარო, ვინც არ დაგემორჩილება და ოჯახებზე გადაიარო. ადამიანი ამით ცხოვრობს და მათი ტაქტიკა იყო ადამიანის დათრგუნვა და მისთვის სიცოცხლის წართმევა. სწორედ ეს მიაჩნიათ და ვანო მერაბიშვილმა ამაზე ისაუბრა. სიტყვა "დამხობას" სამართლებრივ საკითხს ვერ მივუყენებ, მაგრამ დავინახოთ, საქმე ვისთან გვაქვს. "დამხობა" ყველაზე რბილი გამოთქმაა იმ საქციელს თუ შევადარებთ, რისთვისაც მან სასჯელი მოიხადა და დანაშაულად არ მიაჩნია. როცა შვიდი წელი ციხეში გაატარებ, შეიძლება, გონზე არ იყო და აგრესია, რაც შიგნით გქონდა დაბუდებული, გამოანთხიო ისე, რომ არც დაფიქრდე, საქმე რაშია. ვანო მერაბიშვილს ხმა საერთოდ არ ამოეღო, განა, არ ვიცით, რომ დამნაშავე იყო და ეს ყველაფერი დანაშაულად არ მიაჩნია – გინდ, მატროსოვის კარის გაღება, გინდ დამხობა და გინდ სისხლის დაღვრა.... ვანო მერაბიშვილს თავის გუნდში ოპოზიცია ხედავს, მე მას ვხედავ, როგორც დამნაშავეს. მან დანაშაული ჩაიდინა და მონანიების ნაცვლად, დიდ გულზეა და თითსაც იქნევს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა. მას თავისუფლების აღკვეთის ვადა ამოეწურა.

როგორც მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარში განაცხადა, იგი იძლევა გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ექს-პრემიერის თქმით, „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება“. ამასთან, როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, მას „ძალიან ახარებს, რომ საქართველოში ოპოზიცია ერთიანია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S