
უკრაინის დაზვერვა ოკუპირებულ ცხინვალში განთავსებული რუსული ბაზის 3 მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის შესახებ იტყობინება
27/12/2024 10:21:55 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული ჯარების სამთავრობო შემადგენლობის სამი ოფიცერი მოკლეს,- იტყობინება უკრაინული დაზვერვა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსული ჯარების, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბაზირებული მე-4 საოკუპაციო ბაზის 3 მაღალჩინისანი ოფიცერის ლიკვიდირება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აქტიური ქმედებების დეპარტამენტის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებისა და ოპერატიული დაჯგუფება "ტავრიის" წარმატებული ოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია შეხვედრის შესახებ, რომელშიც რუსეთის ძალების მე-4 საოკუპაციო ბაზის სამეთაურო შემადგენლობის ოფიცრები მონაწილეობდნენ.
მონაცემების გადამოწმებისა და დადასტურების შემდეგ, სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებმა ოპერაციის გეგმა შეიმუშავეს. ამ ოპერაციაში ჩაერთო ოპერატიული დაჯგუფება "ტავრია", უპილოტო სისტემების ძალები და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ტაქტიკური ჯგუფი ტაიფუნი.
რუსი ოფიცრების შეკრების დაწყებისთანავე უკრაინის ძალებმა მათზე HIMARS-ის სისტემით ზუსტი დარტყმა მიიტანეს. შემდგომ, კუპანტების ევაკუაციის ჯგუფი ადგილზე მისვლის დროს მათზე უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის ძალებმა დრონებით მიიტანეს იერიში.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, წარმატებული ოპერაციის შედეგად უკრაინის ძალებმა გაანადგურეს 5 ერთეული ჯავშანტექნიკა და ლიკვიდაცია განხორციელდა შემდეგი პირების:
- კაპიტანი დიმიტრი ნაგორნი, 135-ე მოტომსროლელი პოლკის 1-ლი მოტომსროლელი ბატალიონის მეთაური
- კაპიტანი გრიგორი კრახმალიოვი, რუსეთის 135-ე მოტომსროლელი პოლკის შტაბის დაზვერვის განყოფილების უფროსის მოადგილე
- დაზვერვის უფროსიკაპიტანი იური ფომინი, მე-4 საოკუპაციო ბაზის საზენიტო ბატარიის მეთაური