Accentnews.ge
ზურაბ ჯაფარიძეს სასამართლომ იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა და 2 500 ლარით დააჯარიმა

ზურაბ ჯაფარიძეს სასამართლომ იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა და 2 500 ლარით დააჯარიმა

27/12/2024 10:26:11 პოლიტიკა

"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ივანიშვილის მოსამართლემ სამართადამრღვევად ცნო და 2 500 ლარით დააჯარიმა.

გარდა ამისა, მან გაიზიარა შსს-ს მოთხოვნა და ჯაფარიძეს 3 წლით ჩამოერთვა იარაღის ტარების კანონიერი უფლება.

ჯაფარიძე სამართალდამრღვევად ცნეს 2 დეკემბრის ეპიზოდზე, როდესაც ჯაფარიძე რუსთაველზე აქციის დაშლისას თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და გზის უკანონო გადაკეტვას ედავებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S