
გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება
27/12/2024 10:55:10 მსოფლიო
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქვეყნის პარლამენტი დაშალა და საკანონმდებლო ორგანოს ახალი, ვადამდელი არჩევნების დღედ 23 თებერვალი განსაზღვრა.
მისი თქმით, ახალი არჩევნები ქვეყნის კეთილდღეობისთვის სწორი გზაა. მან მოუწოდა პარტიებს წინასაარჩევნო ბრძოლის დროს ურთიერთპატივისცემისკენ, სამართლიანი და პრობლემების მოგვარებისკენ მიმართული წინასაარჩევნო კამპანიისკენ.
"სიძულვილს და ძალადობას მასში ადგილი არ უნდა ჰქონდეს", – განაცხადა მან.
პრეზიდენტმა ამომრჩევლებს მოუწოდა, საკუთარი ხმა მისცენ იმის შეგნებით, რომ ის გადამწყვეტი იქნება.
შტაინმაერმა შესაძლო გარე გავლენის შესახებაც ისაუბრა.
გერმანიის კანცლერს 16 დეკემბერს გამოუცხადეს პარლამენტში უნდობლობა, რასაც მოჰყვა კოალიციის დაშლა და საბოლოოდ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.
ბუნდესტაგის დაშლა ფორმალური აქტია, პარლამენტი გააგრძელეს მუშაობას, იანვარსა და თებერვალში კვლავ გაიმართება მორიგი სხდომები. გერმანიის მთავრობაც აგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას.