Accentnews.ge
ზურაბიშვილის თქმით, 29 დეკემბრამდე არ იტყვის, რას გეგმავს ყაველაშვილის „არელეგიტიმური ინაუგურაციის“ შემდეგ

ზურაბიშვილის თქმით, 29 დეკემბრამდე არ იტყვის, რას გეგმავს ყაველაშვილის „არელეგიტიმური ინაუგურაციის“ შემდეგ

27/12/2024 12:30:48 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ გასცემს პასუხს კითხვაზე, თუ რას გეგმავს კვირას, 29 დეკემბერს, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ.

„ეს ის ერთი შეკითხვაა, რომელსაც არ გავცემ პასუხს“, - თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 27 დეკემბერს ბრიტანულ პოდსკასტში, The Rest Is Politics.

მისი თქმით, "საჭიროა, რომ კვირა დღის მისეული გეგმები ცნობილი გახდეს, - განსაკუთრებით მმართველი პარტიისათვის, - კვირა დღეს და არა მანამდე".

„მთავარი ის არის, რომ ჩემთვის ამ არალეგიტიმური არჩევნების გამო და პარლამენტის არალეგიტიმურად მოწვევის გამო ეს ინაუგურაცია არ არის ვალიდური. მე ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ ჩემი საქმის კეთებას. დეტალები კვირას გახდება ცნობილი“, - განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S