Accentnews.ge
ხაზარაძე: "მერაბიშვილთან თანამშრომლობას გამოვრიცხავ"

ხაზარაძე: "მერაბიშვილთან თანამშრომლობას გამოვრიცხავ"

20/02/2020 08:57:19 საშინაო პოლიტიკა

პოლიტიკური პარტია “ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, იგი ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს.

როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებსთან საუბრისას განაცხადა, მისთვის ასევე მიუღებელია ხელისუფლების დამხობა და რევანში:

“მიუღებელია სიტყვა "დამხობა". ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რევანში, უნდა დამთავრდეს ხელისუფლების დამხობის გზით და რევოლუციური გზით შეცვლა. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, პროგრესისთვის და ჩვენი ქვეყნის აღმავლობისთვის და გამარჯვებისთვის. ჩვენ მსგავს თანამშრომლობას არ ვაპირებთ, შესაბამისად, არანაირი შეხვედრა არ იყო და არც იგეგმება”, – განაცხადა ხაზარაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ექს-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა. მას თავისუფლების აღკვეთის ვადა ამოეწურა.

როგორც მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარში განაცხადა, იგი იძლევა გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ამასთან, მისივე თქმით, „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება“. მერაბიშვილის თქმით, მას „ძალიან ახარებს, რომ საქართველოში ოპოზიცია ერთიანია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S