
სასამართლომ მომღერალი აჩიკო მეფარიძე 10 000 ლარით დააჯარიმა
27/12/2024 15:38:43 საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალი აჩიკო მეფარიძე ძალადობასა და მუქარაში დამნაშავედ ცნო და მას 10 000 ლარით დააჯარიმა.
არჩილ მეფარიძეს პროკურატურა ედავებოდა 2022 წლის 7 აპრილს მოქალაქე ლელა ჯუღელის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას. თავად მომღერალი ბრალდებას არ ეთანხმებოდა.
27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა შკუბულიანმა იგი ორივე მუხლში ცნო დამნაშავედ.
დაცვის მხარე განაჩენს არ ეთანხმება და გეგმავს, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.