Accentnews.ge
რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი: ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფული არ უნდა გადაეცეს პროირანელ დიქტატორებს

რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი: ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფული არ უნდა გადაეცეს პროირანელ დიქტატორებს

27/12/2024 15:50:08 პოლიტიკა

ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფული არ უნდა გადაეცეს პროირანელ დიქტატორებს! - ამის შესახებ ნათქვამია რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის განცხადებაში.

აქვე ვკითხულობთ, რომ "ეს არის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის საბიუჯეტო წინადადების საკვანძო პრინციპი":

"ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ. კონგრესმენი ჯო უილსონი წლების განმავლობაში უძღვება ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფზე მუშაობას - მადლობა თქვენი ლიდერობისთვის!"

რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი ასევე აზიარებს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენი ჯო უილსონის განცხადებას, რომელშიც იგი კითხვას სვამს, რა უნდოდა სულ რამდენიმე თვის წინ ირანში ირაკლი კობახიძეს იმ ტერორისტული დაჯგუფებების („ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“, „ჰეზბოლა“, „ჰამასი“) ლიდერებთან, „რომლებიც აქტიურად გეგმავდნენ დონალდ ტრამპის მკვლელობას“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S