Accentnews.ge
ჰელსინკის კომისია: ბაიდენის ადმინისტრაციამ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ საქართველოს მითრევაში მისი წამყვანი როლისთვის

ჰელსინკის კომისია: ბაიდენის ადმინისტრაციამ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ საქართველოს მითრევაში მისი წამყვანი როლისთვის

27/12/2024 16:53:53 პოლიტიკა

დღეს ბაიდენის ადმინისტრაციამ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ საქართველოს მითრევაში მისი წამყვანი როლისთვის, - ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.

„წლების განმავლობაში ჰელსინკის კომისიის ორპარტიული წევრები განგაშს აცხადებდნენ ბიძინა ივანიშვილის კორუფციაზე და კოორდინირებულ ძალისხმევაზე, მოეხდინა ქართული დემოკრატიის საბოტაჟი, ძალადობრივად თავს დასხმოდა მშვიდობიან დემონსტრანტებს და საქართველო ევრო-ატლანტიკური გზიდან გადაეგდო.

დღეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ საქართველოს მითრევაში მისი წამყვანი როლისთვის.

ამერიკელი ხალხი ქართველებს გვერდში უდგას ივანიშვილის ტირანიისგან ქვეყნის გადასარჩენად მათ მიმდიანრე ბრძოლაში,” - ნათქვამია განცხადებაში.

27 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციები დაეკისრა ბიძინა ივანიშვილს - საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს - "საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირის გამოთხრისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S