
მარგუს ცაჰკნა: "დროა, ივანიშვილმა პასუხი აგოს ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის"
27/12/2024 17:08:15 პოლიტიკა
"დროა, ივანიშვილმა პასუხი აგოს საქართველოში დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრისთვის", - ასე ეხმიანება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.
„ესტონეთმა ის და 27 სხვა პიროვნება დაასანქცირა საქართველოში ლეგიტიმური პროტესტების ჩახშობით ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობის გამო. გვიხარია, რომ სხვებიც მოგვყვებიან,” - წერს ცაჰკნა.
ცნობისთვის: აშშ-მა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, საქართველოს არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს ინდივიდუალური სანქციები დაუწესა.