Accentnews.ge
ლანდსბერგისი: არ დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს მეორადი სანქციები შემოღება შეუძლია მათ წინააღმდეგ, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებენ

ლანდსბერგისი: არ დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს მეორადი სანქციები შემოღება შეუძლია მათ წინააღმდეგ, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებენ

27/12/2024 17:10:22 პოლიტიკა

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის აშშ-ის მიერ სანქცირებას და გამოდის შეხსენებით, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს მეორადი სანქციები შემოღება შეუძლია მათ წინააღმდეგ, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებენ.

„შეერთებულმა შტატებმა დიდი ნაბიჯი გადადგა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით. არ დაგვავიწყდეს, რომ [სახაზინო დეპარტამენტის] “უცხოური აქტივების კონტოლის ოფისს” მეორადი სანქციები შემოღება შეუძლია მათ წინააღმდეგ, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებენ,” - წერს X-ზე ლანდსბერგისი.

27 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციები დაეკისრა ბიძინა ივანიშვილს - საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს - "საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირის გამოთხრისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S