Accentnews.ge
რესპუბლიკელი სენატორი: რუსეთის მხარდაჭერილი ძალისხმევები, მოხდეს საქართველოს მოქალაქეების ნების განადგურება და მარიონეტ სახელმწიფოდ გადაქცევა, შემაშფოთებელია

რესპუბლიკელი სენატორი: რუსეთის მხარდაჭერილი ძალისხმევები, მოხდეს საქართველოს მოქალაქეების ნების განადგურება და მარიონეტ სახელმწიფოდ გადაქცევა, შემაშფოთებელია

27/12/2024 17:36:14 პოლიტიკა

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალისხმევები, მოხდეს საქართველოს მოქალაქეების ნების განადგურება და მარიონეტ სახელმწიფოდ გადაქცევა, უკიდურესად შემაშფოთებელია, - ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი ტომ ტილისი (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.

„რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალისხმევები, მოხდეს საქართველოს მოქალაქეების ნების განადგურება და მარიონეტ სახელმწიფოდ გადაქცევა, უკიდურესად შემაშფოთებელია. პუტინი [რუსეთის პრეზიდენტი] და სი [ჩინეთის ლიდერი] თითო-თითო ქვეყნით ცდილობენ საკუთარი მავნე გავლენის გავრცელებას და დემოკრატიის განადგურებას,” - წერს რესპუბლიკელი სენატორი.

27 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები საქართველოს ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაყვანით, ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის არჩევანი“, - განმარტავს სახაზინო დეპარტამენტი.

მისივე ინფორმაციით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაშია, ან მათ კონტროლს ექვემდებარება, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციები დაეკისრა ბიძინა ივანიშვილს - საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს - "საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირის გამოთხრისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S