„ახალი წლის დღეების “ ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტში ღონისძიება გაიმართა

27-12-2024 20:36:11 ,

დაბა ადიგენში დილიდან განსაკუთრებული მხიარულება და ჟრიამული იყო. დაბაში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ მთავარ ნაძვის ხესთან მობრძანებული სტუმრებისთვის მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მიმდინარეობდა.

"გაიმართა საშობაო ბაზრობა, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო მოსიარულე ორკესტრის, ანიმაციური გმირების და ოჩო ფეხების მსვლელობა. გაიმართა სასცენო წარმოდგენა, საპნის ბუშტების, ცეცხლოვანი და ქიმიური შოუ. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირებმა და თოვლის ბაბუამ იზრუნა, რომელმაც პატარებს საახალწლო საჩქრები დაურიგა.

საღამო ქართული ესტრადის ვარსკვლავების გალა კონცერტით გაგრძელდა, ადიგენელი მაყურებლის წინაშე ანი კეკუა, სალომე ბაკურაძე, ეკა დოლიძე, ნეკა სებისკვერაძე, კვარტეტი "უნისონი“, ეთნო ჯაზ-ჯგუფი "ირიაო" და დავით ილურიძის ბენდი წარდგნენ.

ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

გოჩა ქიმაძემ ღონისძიების სტუმრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიება საზეიმო ფეიერვერკით დასრულდ" - აცხადებენ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები