Accentnews.ge
რიჰარდს კოლსი: "ევროკავშირმა იგივე უნდა გააკეთოს"

რიჰარდს კოლსი: "ევროკავშირმა იგივე უნდა გააკეთოს"

27/12/2024 18:01:24 პოლიტიკა

"ევროკავშირმა იგივე უნდა გააკეთოს, რათა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხსა და მის ბრძოლას დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის ლეგიტიმური ხელმძღვანელობის პირობებში", - ასე ეხმიანება აშშ-ის მიერ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სოცქსელ X-ში ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი.

„შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის მარიონეტი საქართველოში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ღალატისთვის. ევროკავშირმა იგივე უნდა გააკეთოს (როგორც მოუწოდა კიდეც ევროპარლამენტმა), რათა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხსა და მათ ბრძოლას დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის ლეგიტიმური ხელმძღვანელობის პირობებში,” - წერს კოლსი.

ცნობისთვის: აშშ-მა სადავო ლეგიტიმაციის მქონე "ქართული ოცნების" ხელისუფლების ფაქტობრივ თავკაცს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს დღეს ინდივიდუალური სანქციები დაუწესა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S