Accentnews.ge
რა ქონებას ფლობს აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილი

რა ქონებას ფლობს აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილი

27/12/2024 18:01:45 პოლიტიკა

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ახალ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და 7.55 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ შედეგით ივანიშვილი მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 387-ე ადგილზეა.

ივანიშვილის ქონების შეფასება წლიურ ჭრილში 955 მილიონი დოლარით, ანუ 14.5%-ით არის მომატებული.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი ივანიშვილის ქონებას 2013 წლიდან აფასებს. ყველაზე დაბალ ნიშნულს – 4.95 მლრდ დოლარს 2020 წელს მიაღწია, უმაღლესი შეფასება კი ამჟამად ფიქსირდება.

Bloomberg-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება დივერსიფიცირებულია და 27% განთავსებულია გლობალურ აქციებში, 36% ფიქსირებული შემოსავლის აქტივებში, 20% ნაღდ ფულში, 12% ალტერნატიულ საინვესტიციო ინსტრუმენტებში, 5% კი ნედლეულის ბაზარზე. ამასთან, ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, რომელსაც ივანიშვილი ფლობს 1 დოლარამდე ღირებულებისაა.

27 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები საქართველოს ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაყვანით, ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის არჩევანი“, - განმარტავს სახაზინო დეპარტამენტი.

მისივე ინფორმაციით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაშია, ან მათ კონტროლს ექვემდებარება, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.

ივანიშვილის სახელი OFAC-ის სიაში თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. OFAC-ის სიის თანახმად, ივანიშვილის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია.

OFAC-ის თანახმად, ტრანზაქციების შეჩერება ეხება მათ შორის სინგაპურის დავაში მოგებული დავის ფარგლებში მისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის ჩარიცხვას. აღნიშნულთან მიმართებით ნათქვამია, რომ ივანიშვილს აღნიშნული თანხის მიღება შეეძლება მხოლოდ მაშინ, თუკი OFAC შესაბამის თანხმობას გასცემს.

2024 წლის 31 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა Credit Suisse-ის წინააღმდეგ მრავალწლიანი დავა მოიგო და ბანკს მის სასარგებლოდ $461 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S