Accentnews.ge
გოცირიძე - ივანიშვილზე: წავა, მაგრამ არც ისე მარტივად

გოცირიძე - ივანიშვილზე: წავა, მაგრამ არც ისე მარტივად

27/12/2024 18:10:05 პოლიტიკა

აქამდე რომ მიიყვანეს ქვეყანა, რომ ხელისუფლება სანქცირებულია, ყველა პირდაპირი დახმარება - გაყინული, ინტეგრაციის პროცესი და პარტნიორობა შეჩერებული, შესაბამისად, სახელმწიფო დაზიანებული და უსაფრთხოება ძირგამოთხრილი, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ამის გამოც პასუხისგებაში არიან მისაცემები,- ასე ეხმიანება უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ანდრო გოცირიძე აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.

მისი ხედვით, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს, რომ კონსტრუქციული კომუნიკაციის რესურსი ვაშინგტონმა ამოწურულად ჩათვალა, "რაც ცუდია".

"შეეშინდება და წავა" გულუბრყვილობაა: მისი ქცევის განმსაზღვრელი მარტო ეკონომიკური ფაქტორი არ არის, მენტალურიცა, შეთქმულების თეორიები და ოკულტიზმი. წავა, მაგრამ არც ისე მარტივად, სახელმწიფოს კი აშშ-სთან, ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ევროკავშირთან კონფრონტაციულ რეჟიმში მოუწევს ცხოვრება უახლოესი თვეები. რამდენად გაუძლებს, რთული სათქმელია. ესენი რომ საფლავში ჩაყვებიან და დაანგრევენ, ეჭვი არ მეპარება. კი, ხელახლა ავაშენებთ, მაგრამ რამდენი დავრჩებით, არ ვიცი. ვის სინდისზეა ეს ყველაფერი? იმ 20-30%-ის, გარდამავალი დროშასავით რომ გადადიან ხელისუფლებიდან ხელისუფლების აქტივში და მუდმივად ყველას და ყველაფერს ღალატობენ. რას ნიშნავს სახელმწიფოსთვის, სად არის სახელმწიფო, როდესაც სახელმწიფო მდივანი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებისთვის ასანქცირებს, რთული წარმოსადგენი არ არის",- ამბობს გოცირიძე.

27 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები საქართველოს ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაყვანით, ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის არჩევანი“, - განმარტავს სახაზინო დეპარტამენტი.

მისივე ინფორმაციით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაშია, ან მათ კონტროლს ექვემდებარება, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციები დაეკისრა ბიძინა ივანიშვილს - საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს - "საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირის გამოთხრისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S