Accentnews.ge
გახარია - ივანიშვილის სანქცირებაზე: სამუშაო კიდევ ბევრი იქნება, ეჭვი მაქვს, კიდევ უფრო მძიმე

გახარია - ივანიშვილის სანქცირებაზე: სამუშაო კიდევ ბევრი იქნება, ეჭვი მაქვს, კიდევ უფრო მძიმე

27/12/2024 18:21:29 პოლიტიკა

"საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას ეხმიანება აშშ-ის მიერ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში ეს არაფერს არ ნიშნავს იმ პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.

„მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ მოსალოდნელი იყო. საბოლოო ჯამში ეს არაფერს არ ნიშნავს იმ პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.

"აქ არაფერი სასიხარულო და საჟრიამულო არ არის: ჯერ ერთმნიშვნელოვნად გაუგებარია, ამით როგორ შეიცვლება რეჟიმის ქმედებები. ჩვენ ახლა პროცესებს უნდა დავაკვირდეთ. სამწუხაროა და ტრაგიკულია, როდესაც ქვეყნისთვის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი დასანქცირებულია აშშ-ის მიერ. შესაბამისად, მთელი ეს პოლიტიკური ბოლი, რომელსაც აყენებდნენ არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ, რომ ისინი ღირსებით მიდიოდნენ ევროკავშირში და 20 იანვრიდან დაალაგებდნენ ურთიერთობებს ყველასთან და ყველაფერთან, ეს ყველაფერი უკვე გაშიშვლდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს ჯერჯერობით. სამუშაო იქნება კიდევ ბევრი, ეჭვი მაქვს, რომ კიდევ უფრო მძიმე იმიტომ, რომ არ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ივანიშვილისთვის. უფრო მეტსაც გეტყვით, გარკვეულწილად ამისთვის მზადაც გახლდათ",- ამბობს გახარია „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ორპარტიული გადაწყვეტილება და მისი უკან გაწვევის ალბათობა ძალიან დაბალია. თუმცა, "მთავარია ეს გადაწყვეტილება როგორ შეცვლის „ქართული ოცნების“ მოქმედების მოდელს":

"ამას, რა თქმა უნდა, ექნება გავლენა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს გავლენა შეიძლება იყოს რეჟიმის კიდევ უფრო დამძიმება, ეს რეჟიმი შეიძლება კიდევ უფრო ბრუტალური გახდეს და უფრო მკაცრ ქმედებებზე გადავიდეს ან პირიქით გარკვეულ დათმობებზე წავიდეს“.

27 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები საქართველოს ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაყვანით, ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის არჩევანი“, - განმარტავს სახაზინო დეპარტამენტი.

მისივე ინფორმაციით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაშია, ან მათ კონტროლს ექვემდებარება, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციები დაეკისრა ბიძინა ივანიშვილს - საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს - "საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირის გამოთხრისთვის".

.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S