
ჯო უილსონმა საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია
27/12/2024 18:42:43 პოლიტიკა
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია.
"როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, მადლობელი ვარ, რომ მივაწოდო მიწვევა პრეზიდენტ ზურაბიშვილს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად.
მე აღფრთოვანებული ვარ მისი სიმამაცით, რომელიც ივანიშვილისა და მისი მეგობრების – ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის – თავდასხმების პირისპირ აჩვენა," - წერს ჯო უილსონი სოციალურ ქსელში.