
ბაიბა ბრაჟე: "აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ"
27/12/2024 19:23:29 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ, - თვლის ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე.
„შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისა და ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისკენ, რაც ქართველი ხალხის მოთხოვნას პასუხობს," - წერს ბრაჟე სოცქსელ X-ში.
ცნობისთვის: აშშ-მა საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს პერსონალური სანქციები დაუწესა.