27-12-2024 23:28:18 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი თიის როიტენი აშშ-ის მიერ ბიძინა იანიშვილის დასანქცირებას ეხმიანება და ევროკავშირის საბჭოს აჩქარებისკენ მოუწოდებს.
"შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ივანიშვილს. ევროკავშირის საბჭოს დრო ეწურება. ვერ დავაღალატებთ ქართველ ხალხს ევროპული მომავლისა და ხელახალი სამართლიანი არჩევნებისკენ სწრაფვაში. ივანიშვილისა და მისი მეგობრების წინააღმდეგ სანქციები დიდი ხანია, დაგვიგვიანდა", - წერს როიტენი სოცქსელ X-ში.
ცნობისთვის: აშშ-მა საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ოლიგარქ ივანიშვილს ინდივიდუალური სანქციები დაუწესა.