Accentnews.ge
"მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები, მე კი პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ"

"მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები, მე კი პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ"

20/02/2020 09:44:45 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მიესალმება, თავად კი პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს.

"ეს ადამიანი თავისი თვისებით არის აქტივი საქართველოსთვის მთლიანად და არა მარტო პოლიტიკისთვის", – განუცხადა ჟურნალისტებს კვირიკაშვილმა და იქვე ისიც განმარტა, თავად რატომ არ სურს აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა:

„მე პირადად არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას. მე მექნება ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ უბრალო მიზეზის გამო: მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მიღებული მაქვს ბევრი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებების დროს ვხელმძღვანელობდი ქვეყნის ინტერესებით და დღეს პოლიტიკაში ჩართვით არ მინდა, ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ის მოტივაცია, რომელიც მქონდა ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ვუჭერ, როგორც საქართველოსთვის ნომერ პირველი მნიშვნელობის პროექტს მომავალი ათასწლეულებისთვის საქართველოს ეკონომიკური და სტრატეგიული პოზიციონირების კუთხით. აქედან გამომდინარე, არ მინდა, რომ ოდნავი კითხვის ნიშნები გაჩნდეს“, – განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S