28-12-2024 00:46:04 პოლიტიკა
„ქართული ოცნების” მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მიუხედავად, ქვეყანას არაფერი ემუქრება.
მას საქართველოს SWIFT-დან შესაძლო გათიშვაზე დაუსვეს კითხვა, რაც შესაძლოა სანქციების არაღსრულებას მოჰყვეს.
"რა შუაშია SWIFT-ი? რომელიმე ქვეყანაში შევიჭერით თუ რა გავაკეთეთ, ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით? - მარტო რუსეთს არ ვგულისხმობ ამაში. ნუ ოცნებობთ ასეთ რაღაცებზე, ქვეყანას არაფერი ემუქრება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ დაცული იქნება ამ ქვეყნის ინტერესები.
ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. 2025 წელი ქვეყნისთვის იქნება ძალიან წარმატებული და ჩვენ მომავალ წელსაც ისე მკაცრად დავიცავთ ამ ქვეყნის ინტერესებს, როგორც ამას ვაკეთებდით ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში," - ამტკიცებს კობახიძე.
SWIFT ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემა, რომელსაც ბანკები იყენებენ ინფორმაციის სწრაფად და უსაფრთხოდ გასაცვლელად, რაც ტრანზაქციებისა და ანგარიშსწორებისთვის.