28-12-2024 02:33:56 პოლიტიკა ,საზოგადოება
საქართველოში დღეს აქცია „ერთობის ჯაჭვი" გაიმართება. "ქართული ოცნების" მიერ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ოფიციალურად შეწყვეტის გამო მრავალათასიანი საპროტესტო აქციების დაწყებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე - 28 დეკემბერს, 15:00 საათზე მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით ცოცხალ ჯაჭვში ჩადგებიან.
თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება ვახუშტის, თამარ მეფის, გალაკტიონის, ზაარბრიუკენის, ბარათაშვილის, მშვიდობის და მეტეხის ხიდებზე.
ანალოგიური აქციები დაგეგმილია საქართველოს სხვა ქალაქშიც.
ცნობისთვის: 28 ნოემბერს სადავო ლეგიტიმაციის მქონე "ოცნების" მთავრობის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აცნობა საზოგადოებას, რომ "მიღებულია გადაწყვეტილება, ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს".
პროტესტის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნები უცვლელია: გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.