
ჯო უილსონი: წარვადგენ „ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტს, რომელიც აკრძალავს დიქტატორული რეჟიმის ცნობას
28/12/2024 18:42:37 პოლიტიკა
„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი საქართველოს შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს X-ზე. ის აცხადებს, რომ მომავალ კვირაში ახალი აქტის წარდგენას აპირებს.
„შემდეგ კვირაში მე წარვადგენ „ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტს, რომელიც აკრძალავს აშშ-ის მიერ დიქტატორული რეჟიმის ცნობას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს ერთადერთ კანონიერ ლიდერად საქართველოში იქამდე, სანამ არ გაიმართება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, - წერს კონგრესმენი.
იქამდე ჯო უილსონმა დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე იწვევს, როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს.