Accentnews.ge
თეა ახვლედიანმა ელჩების კონფერენციის ფარგლებში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

თეა ახვლედიანმა ელჩების კონფერენციის ფარგლებში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

28/12/2024 18:00:00 საზოგადოება, რეკლამა

სახელმწიფო მინისტმა თეა ახვლედიანმა ელჩების კონფერენცია 2024-ის ფარგლებში, საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და პანელური დისკუსიის ფორმატში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა,- იტყობინება სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განუხრელად აგრძელებს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პოლიტიკას. მინისტრის განცხადებით, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი მიმართულებაა, რაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მიმართებით ხორციელდება. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის 2021-30 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელება უკვე მეოთხე წელია, პოზიტიური დინამიკით მიმდინარეობს.

ელჩების კონფერენცია 2024-ის ფარგლებში, სხვადასხვა თემატური მიმართულების შესახებ, რამდენიმე პანელური დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მოდერატორი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იყო. თავდაცვის და უსაფრთხოების შესახებ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ვიცე პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S