Accentnews.ge
კორონავირუსის ეჭვით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორეის მოქალაქე იმყოფება

კორონავირუსის ეჭვით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორეის მოქალაქე იმყოფება

20/02/2020 10:34:16 საზოგადოება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ეჭვით კორეის მოქალაქე მოათავსეს.

„პაციენტი არის 55 წლის მამაკაცი, რომელიც თბილისში კორეიდან ჩამოვიდა. სამშაბათს საღამოს ის იმყოფებოდა ხაშურში, სადაც თავი იგრძნო შეუძლოდ, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არც ტემპერატურა და არც რაიმე მნიშვნელოვანი კლინიკური ცვლილება აღენიშნება. ამ დილით აუღეს ზემო სასუნთქი გზებიდან მასალა ახალი კორონავირუსის ინფექციის ტესტზე და პასუხი რამდენიმე საათში იქნება“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა 2126-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 75 600–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის გარდა, "COVID-19" მსოფლიოს 25–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. .

ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S