Accentnews.ge
პაპუაშვილი: ყაველაშვილი ორბელიანების სასახლიდან იმუშავებს, ქალბატონმა სალომემ უნდა დატოვოს ეს რეზიდენცია

პაპუაშვილი: ყაველაშვილი ორბელიანების სასახლიდან იმუშავებს, ქალბატონმა სალომემ უნდა დატოვოს ეს რეზიდენცია

29/12/2024 06:22:52 პოლიტიკა

„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ინაუგურაციის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი ორბელიანების სასახლიდან იმუშავებს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა „დღეიდან უნდა დატოვოს ორბელიანების სასახლე, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის პრეზიდენტს”.

"ვფიქრობ, საბოლოოდ, მისი მრჩევლები, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს საღი აზრი, მას სათანადო რჩევას მისცემენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავიდეს. ეს შენობა მას მემკვიდრეობით მიღებული არ აქვს, რაც არ უნდა ხშირად ლაპარაკობდეს საკუთარ წინაპრებზე. ეს შენობა ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის პრეზიდენტს ეკუთვნის. ამიტომ, ჩემი მოლოდინი არის, რომ ის მრჩევლები, რომლებიც მას მიმართულებებს აძლევენ, ყველა შემთხვევაში გაითვალისწინებენ იმას, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ისინი ვერ წავლენ. [...] დღეს, ფიცის დადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. დღეიდან ქალბატონმა სალომემ უნდა დატოვოს ეს რეზიდენცია, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის და მისი პირადი ფუფუნების საგანი არ არის. დარწმუნებული ვარ, ის ასეც მოიქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ ღია რჩევებს და სურვილებს სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების მხრიდან, რომ ამა თუ იმ შენობაში გამაგრდნენ. არასერიოზულია ამაზე საუბარი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S