Accentnews.ge
ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ არ დატოვა პრეზიდენტის სასახლე დღემდე

ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ არ დატოვა პრეზიდენტის სასახლე დღემდე

29/12/2024 07:44:49 პოლიტიკა

საქართველოს მ–5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ არ დატოვა პრეზიდენტის სასახლე დღემდე.

"რატომ დღეს? დღემდე აი, ამ წუთამდე დრო იყო მიცემული, ეს არ იყო ულტიმატუმი, მაგრამ დრო იყო მიცემული იმისათვის, რომ მოსულიყვნენ აქ, ან "ოცნების" წარმომადგენლები, ან თვით ბიძინა ივანიშვილი იმისათვის, რომ მოგვეძებნა ამ ღრმა კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი, ანუ შეთანხმება ახალ, თავისუფალ, ნამდვილ არჩევნებზე. ეს იყო ჩემი მოწოდება, შეთავაზება იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი, როცა ქვეყანაზე ფიქრობ და როცა ქვეყანა გინდა.

აქ არავინ მოსულა და პასუხი ამ შეთავაზებაზე იყო მუქარა ჩემს მიმართ, რაც უშედეგოა. პასუხი იყო ცინიზმი თქვენს მიმართ, რასაც არანაირი შედეგი არ ექნება არასოდეს. პასუხი იყო რეპრესიები, ძალადობა. პასუხი იყო რეალურად ომი საკუთარი ხალხის და მათი ნების წინააღმდეგ და პასუხია დღეს ის პარადია, რაც პარლამენტში ხდება და ამ სახელმწიფოს არ ეკადრება ასეთი პარადია. იქ არს პაროდია, იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული, სანქცირებული და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალი, ლაღი და მშვიდი. ჩვენთან არის სიმართლე, რადგან ჩვენთან არის სიყვარული - ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან არის ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, - ასე მიმართა მან ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს.

მანამდე, მან განაცხადა, რომ ორბელიანების სასახლეს ტოვებს.

"მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში - 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად", – ასე მიმართა მან მოსახლეობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S