Accentnews.ge
კობახიძე – უილსონზე: "ამერიკელმა კუბილიუსმა მიიწვია სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე"

კობახიძე – უილსონზე: "ამერიკელმა კუბილიუსმა მიიწვია სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე"

29/12/2024 08:19:18 პოლიტიკა

„მანამდეც, სალომე ზურაბიშვილი იყო უმცირესობის პრეზიდენტი, უფრო კონკრეტულად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი. დღეს ის გახდა მოქალაქე ზურაბიშვილი. ეს არის ერთადერთი რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. რაც შეეხება ინაუგურაციაზე მიწვევას, ამერიკელმა კუბილიუსმა მიიწვია ის ინაუგურაციაზე. აქაც არაფერი საინტერესო არ არის. მოქალაქე ზურაბიშვილს შეუძლია დაესწროს ინაუგურაციას, როგორც ამას აკეთებს ასი ათასობით ადამიანი. ამერიკელი კუბილიუსის განცხადებებს არავითარი დატვირთვა არ აქვს“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ცნობისთვის: 27 დეკემბერს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოს მე–5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია.

"როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, მადლობელი ვარ, რომ მივაწოდო მიწვევა პრეზიდენტ ზურაბიშვილს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად. მე აღფრთოვანებული ვარ მისი სიმამაცით, რომელიც ივანიშვილისა და მისი მეგობრების – ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის – თავდასხმების პირისპირ აჩვენა," -დაწერა უილსონმა სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S