Accentnews.ge
სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

29/12/2024 08:39:04 მსოფლიო

სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 124 ადამიანი.

Reuters-ის ცნობით, მაშველებმა ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა შეძლეს.

Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა.

არაოფიციალური ვერსიით, კატასტროფა თვითმფრინავის შასში ჩიტის მოხვედრამ გამოიწვია, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S