Accentnews.ge
პოლიციამ რუსთაველზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

პოლიციამ რუსთაველზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

29/12/2024 11:46:46 საზოგადოება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციაზე პოლიციამ სულ მცირე, ოთხი ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულთა ზუსტ რაოდენობას აზუსტებს.

პოლიციის განმარტებით, დაკავება მას შემდეგ დაიწყეს, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლების მოთხოვნაზე წინააღმდეგობა გაწიეს.

"29 დეკემბერს, დღის საათებში [14:14] შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ძალადობრივი მეთოდებით აკავებენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ ქალებიც.

დაკავების პროცესს თან ისეთი ქმედებები, როგორიცაა თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა.

ამგვარი ქმედებები არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებსა და არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს," - წერია საიას განცხადებაში.

პარლამენტთან მოქალაქეები საქართველოს მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ მისთვის წითელი ბარათის საჩვენებლად შეიკრიბნენ. ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს, 29 დეკემბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის შენობაში და მას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მედია სპეციალურად მოწყობილ პრესცენტრში ეკრანიდან ადევნებდა თვალს პროცესს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S