
ნაუსედა: საქართველო, როგორც ჩანს, მთლიანად უგულებელყოფს პარლამენტისა და პრეზიდენტის იდეას
29/12/2024 11:49:53 პოლიტიკა
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
მორიგი დღე "ტრადიციულ" ევროპულ დემოკრატიაში, სადაც "ოცნების პარტიას" სერიოზულად ვერავინ აღიქვამს, ხოლო მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანის ინაუგურაცია ნახევრად საიდუმლო ცერემონილით მოხდა. საქართველო, როგორც ჩანს, ან თავიდან განსაზღვრავს დემოკრატიის ცნებას, ან მთლიანად უგულებელყოფს პარლამენტისა და პრეზიდენტის იდეას" - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა X-ზე.