Accentnews.ge
ყაველაშვილმა პირველი საკადრო გადაწყვეტილება მიიღო

ყაველაშვილმა პირველი საკადრო გადაწყვეტილება მიიღო

29/12/2024 12:00:33 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მისი ადმინისტრაციის უფროსად მან ქეთევან კვინიკაძე დანიშნა.

კვინიკაძე დღემდე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობას იკვავებდა.

ის 2002-დან 2009 წლამდე არასამთავრობო სექტორში მუშაობდა. 2010 წლიდან გადაინაცვლა საჯარო სექტორში - ის იუსტიციის სამინისტროს აღსულების ეროვნულ ბიუროში მუშაობდა, 2011 წლიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა. საქართველოს პარლამენტში ის 2019 წლიდან მუშაობს.

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართა. მისი ლეგიტიმაციის საკითხს სადავოდ მიიჩნევს როგორც სალომე ზურაბიშვილი, ასევე ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისი პარტნიორთა დიდი ნაწილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S