29-12-2024 16:09:58 კავკასია
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, ფაქტი, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სავსე იყო ნახვრეტებით, მთლიანად ხსნის დღის წესრიგიდან "ჩიტებთან შეჯახების" თეორიას, რომელიც "წამოაყენა რუსეთში ზოგიერთმა წრემ".
მან ასევე გააკრიტიკა რუსეთის ოფიციალური უწყებების ვერსის თვითმფრინავში "გაზის ბალონის აფეთქების შესახებ".
"ამან ნათლად აჩვენა, რომ რუსულ მხარეს სურდა ამ საკითხის გადაფარვა, რაც, რა თქმა უნდა, არავის არ ეკადრება. რა თქმა უნდა, ჩვენს თვითმფრინავს შემთხვევით დაარტყეს. რა თქმა უნდა, აქ მიზანმიმართულ ტერორისტულ აქტზე საუბარი არ შეიძლება. ამიტომ, დანაშაულის აღიარება, მეგობარ ქვეყნად მიჩნეული აზერბაიჯანისთვის დროული ბოდიშის მოხდა და ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება - ეს ყველაფერი იყო ზომები და ნაბიჯები, რაც უნდა გადადგმულიყო. სამწუხაროდ, პირველი სამი დღე რუსეთიდან აბსურდული თეორიების გარდა არაფერი გვსმენია“, - განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანმა რუსულ მხარეს მკაფიო მოთხოვნები წარუდგინა 27 დეკემბერს. მისი თქმით, მათ შორისაა ბოდიში, დანაშაულის აღიარება. პასუხისმგებელი პირების დასჯა და კომპენსაციის გადახდა აზერბაიჯანის სახელმწიფოსთვის, დაშავებული მგზავრებისთვის და ეკიპაჟის წევრებისთვის.
ალიევმა თქვა, რომ პირველი მოთხოვნა შესრულებულია - ვლადიმირ პუტინმა ალიევს ბოდიში მოუხადა.
25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი. მედიის ინფორმაციით, წინასწარმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.