Accentnews.ge
შაიშმელაშვილი: "საქართველოს ძალოვანი უწყებები კრემლის კონტროლს ექვემდებარებიან და ბრძანებებს მოსკოვიდან იღებენ"

შაიშმელაშვილი: "საქართველოს ძალოვანი უწყებები კრემლის კონტროლს ექვემდებარებიან და ბრძანებებს მოსკოვიდან იღებენ"

29/12/2024 12:11:18 პოლიტიკა

საქართველოს ძალოვანი უწყებები კრემლის კონტროლს ექვემდებარებიან და ბრძანებებს მოსკოვიდან იღებენ, - განუცხადა გამოცემა BILD-ს საქართველოდან წასულმა ექს-მაღალჩინოსანმა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი შაიშმელაშვილმა და იქვე დასძინა, რომ სადღეისოდ "საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო სამსახური აღარ ჰყავს".

როგორც თავად გამოცემა აღნიშნავს, ყოფილმა მაღალჩინოსანმა საქართველო ოჯახთან ერთად დატოვა და შესაბამისად, "ქვეყანამ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური პოლიციელი, რომელიც უმნიშვნელოვანეს სამმართველოს ხელმძღვანელობდა და მოწმე იყო პრორუსული მთავრობის საწინააღმდეგი პროტესტის".

ამასთან, BILD-ი წერს, რომ დღეს შაიშმელაშვილს ბრალეულობის გრძნობა აწუხებს.

"უკვე არაერთხელ მოვიხადე ბოდიში. 22 წლის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ვემსახურებოდი ქართველი ხალხის უსაფრთხოებას, საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდა, რომ ოლიგარქების კეთილდღეობა სახელმწიფოს კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანია" - აცხადებს გამოცემასთან ინტერვიუში შაიშმელაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S