Accentnews.ge
გიორგი ვაშაძემ ქუთაისის განვითარების გეგმა წარადგინა

გიორგი ვაშაძემ ქუთაისის განვითარების გეგმა წარადგინა

20/02/2020 11:53:29 საშინაო პოლიტიკა

ოპოზიციური პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ "სტრატეგია აღმაშენებლის" ფარგლებში ქუთაისის განვითარების 11-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული გეგმის განხორციელების შემთხვევაში ქუთაისში 35 000 სამუშაო ადგილის შექმნა არის შესაძლებელი.

„ქუთაისი დასავლეთ საქართველოს განვითარების მთავარი ღერძი უნდა იყოს. ჩვენი მთავარი კონცეფციაა ძველი ქუთაისის თავისი ისტორიული სახით შენარჩუნება და ახალი არტერიების გახსნა განვითარებისთვის, რათა კომპლექსში გვაჩვენოს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები. თუ სადრღეისოდ ქუთაისის მოსახლეობა 137 000 შეადგენს მათი რიცხვი ათ წელიწადში 500 000 უნდა იყოს და ამ მიმართულებით ჩვენ 11 პუნქტიანი გეგმა შევიმუშავეთ: 1) პარლამენტის უკან დაბრუნება; 2) IT ქალაქი– კომპანიებისთვის, რომელიც შექმნის დაახლოებით 15 000 მაღალანაზღაურებად ადგილს მხოლოდ ქუთაიში; 3) კავკასიაში ყველაზე დიდი კონგრესჰოლი– ბიზნესტურისტების მოზიდვისთვის; 4) ორი ინდუსტრიული პარკი; 5) ქუთაისის აეროპორტის არეალის გაფართოება და ყოველდღიური რეისები ქალაქებში 3 საათიანი რადიუსით; 6) მულტიფუნქციური სპორტული არენა; 7)ბრენდული სასტუმროები მინიმუმ 10 და 500 მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროები, რომელიც უნდა დაემატოს ქუთაისს; 8)ისტორიული კულტურული ხელოვნების ინტერაქტიული მუზეუმი; 9)სწრაფი სამგზავრო მატარებელი, როგორც თბილისის ასევე ბათუმის მიმართულებით; 10)ძველი ქუთაისის რეაბილიტაციის პროექტი; 11) გასართობი პარკი. 4 აპრილს ვიკრიბებით რუსთაველზე, რადგან ამ განვითარების შესაძლებლობებს „ქართული ოცნება“ აჩერებს, ისინი ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ თავებზე და საერთოდ არ ფიქრობენ თუ რა უნდა განვითარდეს და გაკეთდეს ქვეყანაში. ჩვენ გვინდა, ხალხს ვაჩვენოთ თუ რამხელა პოტენციალი გვაქვს და როგორ ვკარგავთ ამ ყველაფერს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S