
პრორუსულმა პარტიამ კურსკში რუსებს საქართველოს სახელით ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა
29/12/2024 12:36:52 პოლიტიკა
კრემლთან დაახლოებული ქართველების პრორუსულმა პარტიამ "სოლიდარობა მშვიდობისთვის" კურსკის ოლქში რუსებს საქართველოს სახელით ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა.
"ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია მოიცავს საახალწლო ნაკრებებს, მათ შორის - ტკბილეულსა და სურსათს საახალწლო სუფრისათვის. საერთაშორისო მისია დსთ-ის საქმეთა კომიტეტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით განხორციელდა. როგორც ქართველი ორგანიზატორები აცხადებენ, ეს კურსკში მათი ბოლო ვიზიტი არაა" - აღნიშნავს ამასთან დაკავშირებით რუსული პროპაგანისტული მედია.
"ჩვენ, ქართველები რუსების გვერდში ვიმყოფებით - ვიყავით, ვართ და ვიქნებით, რადგან ვერ წარმოგვიდგენია საქართველო - რუსეთის, ხოლო რუსეთი საქართველოს გარეშე. ამიტომაც ერთად უნდა ვიყოთ და ერთად ვერძოლოთ ჩვენს საერთო მტრებს, განსაკუთრებით - დღეს, როცა საქართველო ბრძოლაშია ჩაბმული" - განაცხადა პარტიის ლიდერმა მამუკა ფიფიამ, რომელიც გარკვეული ხნის წინ საქართველოს პარლამენტშიცაა ნამყოფი, როგორც გაირკვა - დეპუტატ ფრიდონ ინჯიას მიწვევით.
ცნობისთვის: კრემლთან დაახლოებული ქართველების პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" პირველი ყრილობა 2023 წლის ნოემბერში ჩატარდა. მაშინ ლიდერად აირჩიეს "პატრიოტთა ალიანსის" გლდანის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილი, რომელმაც 4-წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის აღდგენილი საჰაერო მიმოსვლის ფარგლებში მოსკოვიდან პირველივე რეისით იმგზავრა.