Accentnews.ge
მოსკოვი "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის  მქონე ხელისუფლებას სიტყვა-სიტყვით "ოცნებისეული" ნარატივებით იცავს

მოსკოვი "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლებას სიტყვა-სიტყვით "ოცნებისეული" ნარატივებით იცავს

29/12/2024 17:12:50 პოლიტიკა

რუსეთის ხელისუფლება "ქართული ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლების საინფორმაციო მხარდაჭერას განაგრძობს და დასავლეთის მიერ ზურგშექცეული ბიძინა ივანიშვილის სანქცირებულ გუნდს სიტყვა-სიტყვით იგივე პროპაგანდისტული ნარატივებით იცავს, რომელთაც თავად "ოცნების" წარმომადგენლები იყენებენ.

კერძოდ, როგორც დღეს ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განუცხადა, "აშშ და ევროკავშირი ცდილობენ, თბილისი ყალბი დილემის წინაშე დააყენონ - "ან ჩვენთან, ან ჩვენს წინააღმდეგო", მაშინ, როცა "ოცნების" ახლადარჩეული ხელისუფლება ცდილობს, ჩამოაყალიბოს სუვერენული, ეროვნული ინტერესების გამთვალისწინებელი პოლიტიკა და არ იყოს პაიკი იმ მედასავლეთეების ხელში, რომლებიც საქართველოს დესტაბილიზაციისა და ეკონომიკური პრობლემებისკენ, რუსეთთან ურთერთობების დაძაბვისკენ უბიძგებენ"

"ეჭვიც არ მეპარება, რომ ქართველი ხალხი ამას მშვენივრად აცნობიერებს, ყველაფერი სწორად ესმის და წინ წავა" - დასძინა მან.

ანალოგიური პროპაგანდისტული მესიჯებით გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის სავადო ლეგიტიმაციის მქონე "ოცნების" სახელისუფლებო გუნდის მიერ მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი, რომელმაც "ოცნების" გადაწყვეტილებების ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებად გასაღება სცადა:

"ქართველმა ხალხმა დაიცვა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. საქართველო დამაჯერებლად აბარებს ამ ტესტს. მიხეილ ყაველაშვილმა ოფიციალურად დაიკავა თანამდებობდა და კანონიერი უფლებამოსილება. ამგვარად, საქართველომ ძალაუფლების გადაბარებისას თავიდან აირიდა სისხლისღვრა და ვითარების სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასვლა. ქართველებმა კარგად ისწავლეს უკრაინული მაიდანის გაკვეთილი და არ მისცეს დასავლეთს შესაძლებლობა, მათი ქვეყანა მორიგ ანტირუსულ პლაცდარმად ექცია. ეს კიდევ ერთი გოლია ამერიკული ჰეგემონიის ადეპტების კარში! რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ორბელიანების სასახლეს ტოვებს და ლეგიტიმაცია თან მიაქვს, ლეგიტიმაცია ქალის ხელჩანთა არაა - მას თან ვერ წაიღებ!".

მსგავსი სადეზინფორმაციო პროპაგანდისტული გზავნილები არაერთგზის მოგვისმენია "ოცნების" სპიკერებისგანაც - ისინიც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დასავლეთს ადანაშაულებენ, რუსეთის ხსენებას მაქსიმალურად არიდებენ თავს, "ოცნების" კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების გასამართლებლად კი იშველიებენ ნარატივს, რომ "ხელისუფლება სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს იცავს და არავის დაკრულზე აღარ იცეკვებს".

ეს პროპაგანდისტული ნარატივი სადავო ლეგიტიმაციის მქონე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ორიოდ დღის წინ აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების თემის კომენტირების დროსაც მოიშველია და განაცხადა, რომ სანქციები - "ეს არის ჯილდო იმისთვის, რომ ივანიშვილმა საქართველოს ინტერესებს არ უღალატა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S