Accentnews.ge
ნორდიკულ-ბალტიური ქვეყნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას ნიდერლანდებიც მოუწოდებს, განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა

ნორდიკულ-ბალტიური ქვეყნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას ნიდერლანდებიც მოუწოდებს, განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა

29/12/2024 19:58:59 პოლიტიკა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ნორდიკულ-ბალტიური ქვეყნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას ნიდერლანდებიც მოუწოდებს, განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა.

„მივესალმები სალომე ზურაბიშვილს სასიცოცხლოდ აუცილებელი ლიდერობისა და საქართველოს ევროპული კურსისადმი ურყევი ერთგულების გამო“, - დაწერა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპმა 29 დეკემბერს X-ზე.

„უკვე ერთი თვეა, ქართველი ხალხი ქუჩებში მშვიდობიანად იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს, - ძალადობისა და დაშინების მიუხედავად. შეუძლებელია, მთავრობამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინოს“, - წერს იგი.

ნიდერლანდების საგარეო მინისტრი ასევე წერს, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR-მა) „დაადასატურა სერიოზული საარჩევნო დარღვევები და სავარაუდო გაყალბების გამოძიების არარსებობა“.

„უკვე დიდი ხანია, დადგა დრო, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა, განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით განიხილოს შესაძლო ახალი არჩევნები“, - აცხადებს კასპარ ველდკამპი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S