30-12-2024 00:07:55 კავკასია
აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამკაცრებს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ აიჰან ჰაჯიზადეს თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ყოფნის ვადებზე შეზღუდვები გამკაცრდება.
"როგორც საგარეო პოლიტიკის ყველა საკითხში, დროებითი დარჩენისა და მიგრაციის საკითხებშიც, აზერბაიჯანული მხარე იმოქმედებს პარიტეტისა და ორმხრივობის პრინციპებიდან გამომდინარე", - თქვა მინისტრმა.
შეზღუდვები ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა, რომელთა მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დარჩენა, ნაცვლად 90 დღისა 180-დღიან პერიოდში, 90 დღის განმავლობაში, შეეძლებათ, თუმცა 1 წლის პერიოდში ერთხელ.
გადაწყვეტილების ფონია აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნა. 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი. მედიის ინფორმაციით, წინასწარმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.