29-12-2024 23:41:40 პოლიტიკა ,სამართალი
30 ოქტომბრიდან საპროტესტო აქციებზე პიროტექნიკის ფლობა 5000-ლარიანი ჯარიმით დაისჯება განურჩევლად იმისა, გამოიყენებს თუ არა მას პირი. ეს ერთ-ერთია "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის მიერ მიღებულ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს შორის, რომლებიც ხვალიდან შევა ძალაში.
კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებებით, იზრდება სანქციები ისეთ სამართალდარღვევებზე, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც წესი, საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებს. ამასთან ერთად, ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევები და დაკავების ახალი საფუძვლები.
30 დეკემბრიდან "საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის ფლობა, მიუხედავად იმისა, გამოიყენებს თუ არა პირი მას, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, "ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – მის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით" - ასეთია "ოცნების" საკანონმდებლო ცვლილება.