Accentnews.ge
უილსონი: ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ თავისუფლების მებრძოლებს, რომლებიც გაიმარჯვებენ

უილსონი: ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ თავისუფლების მებრძოლებს, რომლებიც გაიმარჯვებენ

30/12/2024 07:23:28 პოლიტიკა

ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ თავისუფლების მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“ ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

ამერიკელი კონგრესმენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სურს ძალადობა შემდგომი ჩაგვრის მიზნით.

"მშვიდობიანი პროტესტი ყველაზე ეფექტურია მარტინ ლუთერ კინგისა და ვაცლავ ჰაველის ტრადიციაში. ომის დამნაშავე პუტინს სურს ძალადობა შემდგომი ჩაგვრის მიზნით! ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ თავისუფლების მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ, როგორც [მოხდა] ბუქარესტში ჩაუშესკუს გაქცევით“, - წერს ამერიკელი კონგრესმენი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S